💥🔥 საქართველო თავისი ისტორიითა და წარსულით ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა. ჩვენმა მამა-პაპამ სხვა მრავალ ტრადიციასთან ერთად შემოგვინახა ღვინის დაყენების საუკეთესო საშუალება, რომელსაც ქვევრით ღვინის დაყენება ეწოდება.
სწორედ საქართველოს ტერიტორიიდან, 8 000 გასული წლიდან იღებს სათავეს ქვევრის ღვინო, რაც უდაოდ საამაყოა.
ყველა ქვეყანას თავისი წარსული და ტრადიცია აქვს, ამით გამოირჩევიან ისინი ერთმანეთისგან და მათ შორის ჩვენი ლამაზი საქართველო.
ჩვენი, მარნის მიზანი სწორედ ძირძველი ტრადიციების თანამეროვე ცხოვრებაში მაქსიმალურად შენარჩუნება და გაგრძელებაა.
შემთხევითი არაა მისი სახელწოდებაც „რე-ვაზის ვაზი“, რომლის სათავე არის ლაგოდეხის რაიონი სოფელ შრომაში, მთის ძირას, წინაპრის ნავენახარზე გაშენებული ბიოლოგიურად მოყვანილი ვენახი, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული გემოთი და არომატით.
ყურძნის დამწიფებას და ბუნებრივ შაქრიანობას ხელს უწყობს მისი ადგილმდებარეობა და მოვლა-პატრონობა. რომლის ჩამოყალიბების კერად აგრეთვე მოიაზრება ლაგოდეხი.
აქვე მოვიშველიებ დიდ ივანე ჯავახიშვილის ნააზრევს, რომელიც წარმოშობის თარიღად ჩვ. წ. I საუკუნეს ვარაუდობდა, თუმცა ზოგიერთი მეცნიერი გაცილებით უფრო გვიან პერიოდს ვარაუდობს.
ჩვენს ვენახში დამწიფების შემდგომ იკრიფება უმაღლესი ხარისხის ჯიშის ყურძენი, რომელიც იწურება ქვევრში განსაკუთრებული ტექნოლოგიით. ამის შემდგომ დუღდება ქვევრის ტემპერატურაზე და გამოდის უმშვენიერესი ხავერდოვანი სუფთა, ნატურალური არომატით სავსე ღვინო.
ყურძნის ჯიშიდან საქართველოში დგება მაღალხარისხიანი კლასიკური (ევროპული) და კახური ტრადიციული (ქვევრის) ღვინოები.
კახეთში რთველი სექტემბრის შუა პერიოდში იწყება და ოქტობრის ნახევრისთვის მთავრდება.
„რე-ვაზის ვაზის“ ღვინო შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერ კერძთან/დესერტთან ერთად